გიორგი გახარია - ისტორია მეორდება, დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა
დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„ისტორია მეორდება. რუსეთი თავს ესხმის ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ მისი გავლენებისგან დამოუკიდებლად და გააჩნიათ ევროპული მისწრაფებები. 2008 წელი – საქართველო, 2022 წელი – უკრაინა. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა. მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, – აღნიშნავს გახარია.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.