გიორგი გახარია - ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას
საქართველოს მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, საჭიროებს შემდგომ განვითარებას, მოდერნიზებასა და 2020 წლისთვის მივა თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, გაიშლება რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა 2019 წელი შეაჯამა.
ამასთან, გიორგი გახარიამ მიწის რეგისტრაციაზეც ისაუბრა.
„2020 წლიდან ჩვენ დავიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა და სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემას მოვაგვარებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გვაძლევს საშუალებას, მიწა, როგორც ეკონომიკური ერთ-ერთი ძირითადი აქტივი უნდა იყოს ჩართული სრულად ეკონომიკურ ცხოვრებაში და ბრუნვაში.
ძალზედ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას, 2020 წლისთვის მივა თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, გაიშლება რეგიონებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, მეწარმეობის განვითარების, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით გაშლილი რეგიონში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი, აიღოს პასუხისმგებლობა გახდეს მეწარმე, იქნება ეს ახალგაზრდა, რომლებისთვისაც განსაკუთრებული პროგრამები იქნება, ჩვენ მივესალმებით და ყოველმხრივ დავუჭერთ მხარს, რომ მივცეთ საშუალება, ადამიანებმა იზრუნონ პირველ რიგში თავიანთ კეთილდღეობაზე და ყველაზე წარმატებულებმა შეძლონ შემდგომში შექმნან სამუშაო ადგილები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.