გიორგი გახარია - ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შოთაძე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია.
„ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მინისტრებთან ერთად პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრება.