გიორგი გახარია - იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი დახმარებას მიიღებს, შეძლებულ ოჯახებს უარის თქმა შეუძლიათ
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი დახმარებას მიიღებს.
მისივე თქმით, შეძლებული ოჯახები შეძლებენ, რომ ამ დახმარებაზე უარი თქვან.
„17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, გადაერიცხება 200 ლარი. შეძლებული ოჯახები, რომელთაც ასეთ დახმარებაზე უარის თქმა შეუძლიათ, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. დღეს საქართელოში 880 ათასი ბავშვია. ოჯახები, განსაკუთრებით მრავალშვილიანი, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისის დარტყმას უნდა გაუძლონ, ყველაფერთან ერთად, ნორმალურ სასწავლო პროცესის დაწყებაში უნდა შევიდნენ და მანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, მინდა, თვალებში ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში სოციალური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ ბავშვებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.