გიორგი გახარია - იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში პარლამენტში, ბიუჯეტის ირგვლივ საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების შესაძლებლობა გვექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა ქვეყნისთვის მსგავსი, სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, – აღნიშნა გახარიამ.