გიორგი გახარია - გვჭირდება ობიექტურად და გონივრულად მართული ოპოზიცია და არა ისტერიკა
ხარვეზი, რაც იყო ფოთში წყალმომარაგების სისტემასთან დაკავშირებით, თქვენზე უკეთესად ვიცით, ჩვენ ფოთელებს ამას ავუხსნით. საბოლოო ჯამში წყალსაც მივიყვანთ და წყალანირების სისტემასაც გავაკეთებთ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურმა ეფექტური ოპოზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ურჩია, კითხვის დასმა ისწავლონ.
„პრობლემა რა არის იცით? კითხვის ნორმალური დასმა უნდა ისწავლოთ და ცოტა ემოციები უნდა მოთოკოთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენი ოპოზიცია ინსტიქტებით მართული ხდებით და ამ ინსტიქტებს მიყავხართ ისტერიკამდე. გაუფრთხილდით ცოტა თავს. მე თქვენზე ვზრუნავ, მართლა გეუბნებით. ეფექტური ოპოზიცია ჩვენ ძალიან გვჭირდება, მაგრამ ისტერიკა კი არ გვჭირდება, გვჭირდება ნორმალური, არა ინსტიქტებით, არამედ ობიექტურად და გონივრულად მართული ოპოზიცია. ეტყობა, ის ერთი დღე არ გეყოთ, ივარჯიშეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.