გიორგი გახარია - გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი დამაზიანებელი ფაქტორია, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე
გიორგი გახარია - გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი დამაზიანებელი ფაქტორია, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში – 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია.

საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.

სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარი წვლილი შეიტანოს.

30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან…

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, – წერს გიორგი გახარია.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის,…

Posted by გახარია on Tuesday, March 30, 2021