გიორგი გახარია - გროზნოს მერი არც ერთ სიაშია შეტანილი და შესაბამისად, როგორც ტურისტი ალბათ, შემოვიდა და გავიდა
შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გროზნოს მერის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებენ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა შს მინისტრს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსლიმ ხურჩიევი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
„ეს ინფორმაცია მესმის თქვენგან პირველად, გადავამოწმებ. ეს ადამიანი არც ერთ სიაში არ ყოფილა შეტანილი არასოდეს და შესაბამისად, როგორც ტურისტი ალბათ, შემოვიდა და გავიდა. ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ და თუ დადასტურდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გროზნოს მერი მუსლიმ ხუჩიევი იმყოფებოდა. მან საქართველოში ჩამოსვლის მიზანზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.