გიორგი გახარია - გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს.
„გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!
მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, – გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს.
გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!“,- წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა.