გიორგი გახარია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს
გიორგი გახარია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს

დღეს ვუერთდები საერთაშორისო სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ვირტუალურ სამიტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მათ გააცნობს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ახალ კორონავირუსზე რეაგირებისა და მდგომარეობის აღდგენის საქმეში, როგორ აპირებს საქართველო ღია მმართველობის პრინციპების – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის – შეტანას.

„დღეს ვუერთდები საერთაშორისო სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ვირტუალურ სამიტზე. მე მათ გავაცნობ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ახალ კორონავირუსზე რეაგირებისა და მდგომარეობის აღდგენის საქმეში, როგორ ვაპირებთ ღია მმართველობის პრინციპების – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის – შეტანას“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.