გიორგი გახარია გაერო-ს რეზოლუციაზე - კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება
კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა მიღებული რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული. გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანაინიციატორი ჰყავს. კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება! მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.