გიორგი გახარია - ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებაში, რომელიც გვაქვს ვირუსის რისკის მართვაში
ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებებში, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკის მართვაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებისა და საოკუპაციო რეჟიმის განცხადებების შეფასებისას.
მისივე თქმით, ლუგარის ცენტრის კარი ყველასთვის ღიაა და ყველას შეუძლია ნახოს, რა ხდება ლაბორატორიაში.
„ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ახლა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ეპიდემიას და პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებებში, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკის მართვაში.
არანაირი წინააღმდეგობა, მე როგორც ვიცი, ჩვენ არ გვაქვს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი. ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახოს, თუ რა ხდება ამ ლაბორატორიაში“, – განაცხადა გახარიამ.