გიორგი გახარია - ფონდ „ქართუს“ ინიციატივა არის საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ვეცადოთ, გამოწვევებს ერთობლივად ვუპასუხოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.
გახარიას განცხადებით, ფონდ „ქართუს“ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს.
„მინდა, განსაკუთრებით, ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ ინიციატივისთვის. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ და „ქართუ“ ფონდის მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი, მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.