გიორგი გახარია - „ფიტჩის“ განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს
„ფიტჩმა“ დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, „ფიტჩის“ განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს საქართველოს მთავრობის სტრატეგიების სიმტკიცეს.
„FitchRatings განახლებული მონაცემები – შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, უცვლელი დატოვა.