გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა - მაგრები კი არა, კურდღლები ხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს 20 ივნისის ღამე შეახსენა და აღნიშნა, რომ მაშინ პარლამენტში შეჭრა იგეგმებოდა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები პოლიციელებს იტაცებდნენ, ჩაფხუტებს ართმევდნენ და წიხლებს უტყამდნენ.
„მე მაშინ შენობაში ვიყავი. სად არის სამადაშვილი, იქ შემხვდა მემუქრებოდა, ახლა გაიქეცი აქედანო, თორემ ის ხალხი გარეთ რომ არის, შემოვარდება და გაგაგდებენ აქედანო. სიტყვა სიტყვით, ამის ჩანაწერები არსებობს, მე კი არ ვიგონებ ამას. გარდა ამისა, ბატონო სერგო, სიმართლე ხომ ერთია, ყური შეიძლება ყველა მხრიდან მოაბა, მაგრამ თქვენც ხომ ჩემზე უკეთესად იცით, რომ აქცია, რომელიც მოქალაქეებმა დაიწყეს გავრილოვის ამ სავარძელში ჯდომის დროს, სადღაც 21:00 საათზე, ამის კადრებსაც მოგიტანთ, აი ეს თქვენი ფრთა, პარლამენტისთვის საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე. კითხვას ერთმანეთს რატომ არ უსვამთ? ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა, რა უნდოდა ამ ხალხს, მიზანი რა ჰქონდა?
ქალბატონი სამადაშვილი რატომ მემუქრებოდა, რას მერჩოდა, მე, შინაგან საქმეთა მინისტრი, მოვედი, რათა თქვენ, დეპუტატები, დამეცავით, გარედან ხალხი რომ არ შემოვარდნილიყო, რომლებიც თავს ესხმოდნენ უკვე პოლიციელებს, მათ ბრბოში იტაცებდნენ, ურტყამდნენ და ბატონმა, თქვენი თავმჯდომარე რომ არის, დავით ბაქრაძემ, სურათი რომ გადაიღო ერთ-ერთი მებრძოლი რომ გამოჰყავს დიდი ზრუნვით, ის სურათი რატომ არ დადო ფეისბუქგვერდზე, ჩაფხუტებს რომ ართმევენ და წიხლებით რომ არიან შემდგარი პოლიციელებზე. ეს სურათი რატომ არ დადეთ? ისიც უნდა დაედო. რა, მაგარი ხარ? – მაგარი კი არა კურდღლები ხართ, რატომ იცი? ამისთვის რომ ემზადებოდით“, – მიმართა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.