გიორგი გახარია - „ევროპული საქართველოს“ გეგმის მიხედვით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული
ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინწინდელის შემდგომ ვიღაც გაგიჯავრდათ, რომ ძალიან ისე იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ ან დაიღალეთ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიამ.
„დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად და სოლიდურად. არგუმენტი რეალურად არის ერთადერთი – თქვენი გეგმის მიხედვით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული. თქვენ უბრალოდ ამ სულელური ციფრებით მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდით, პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც ცდილობთ, ვიღაც მოხიბლოთ და გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.