გიორგი გახარია - ევროკომისიის ანგარიშებში ორგანიზებული დანაშაული, როგორც მთავარი პრობლემა, დაფიქსირებული არ ყოფილა
ევროკომისიის ანგარიშებში ორგანიზებული დანაშაული, როგორც მთავარი პრობლემა, დაფიქსირებული არ ყოფილა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის წლის თავზე, ანგარიშებში დაფიქსირებული იყო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა კონკრეტულად ერთ სახელმწიფოში.
„ამ სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პოლიციის ატაშეს მეშვეობით, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.
ალბათ, უახლოეს მომავალში დავგეგმავთ ვიზიტს და ჩვენს კოლეგებთან ერთად დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენ აქ დიდ პრობლემებსა და სირთულეებს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.