გიორგი გახარია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დადებითი შეფასებისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დადებითი შეფასებისთვის მადლობას უხდის.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებას გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფის ერთგულნი ვართ და ამის დასტური იქნება არჩევნების მეორე რაუნდი”, – წერს გიორგი გახარია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ესტონეთი იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების (OSCE/ODIHR) შეფასებას საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მინისტრის შეფასებით, საქართველოში არჩევნების მიმდინარეობისას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იყო.