გიორგი გახარია - ეროვნული ბანკის შენობაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება, თუმცა ვფიქრობ, უფრო იაფი შენობის აშენებაც შესაძლებელია
ვფიქრობ, ამხელა რესურსი თუნდაც მაკონტროლებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც დღეს მედიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებაზე ჰკითხეს, რომელზეც მათივე ინფორმაციით, 50 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.
პრემიერის თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა, მის შენობაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება.
„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. მის შენობაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. თუმცა ვფიქრობ, ამხელა რესურსი თუნდაც მაკონტროლებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტიანად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვფიქრობ, უფრო ეფექტიანად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება