გიორგი გახარია - ეპიდემიოლოგიური გამოწვევების შემდეგ, სოციალური დახმარების სისტემის კრიტერიუმები უნდა იყოს უფრო ობიქტური, მიზნობრივი და ეფექტური
ეპიდემიოლოგიური გამოწვევების შემდეგ, სოციალური დახმარების სისტემის კრიტერიუმები უნდა იყოს უფრო ობიქტური, მიზნობრივი და ეფექტური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერი ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.
„მას შემდეგ, რაც დადგება პოსტკრიზისული მართვის ეტაპი და ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებს გადავლახავთ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ სოციალური დახმარების სისტემას და აქ გარკვეული ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი როგორც ქულების მინიჭების, ასევე ფინანსური დახმარების კრიტერიუმები იყოს უფრო ობიქტური, მიზნობრივი და ეფექტური. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების სოციალური მდგრადობის აუცილებელი ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.