გიორგი გახარია - ეპიდემიის პირობებში არჩევნები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური, ამას ყველა შემთხვევაში შევძლებთ
გიორგი გახარია - ეპიდემიის პირობებში არჩევნები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური, ამას ყველა შემთხვევაში შევძლებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყოს.

„ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში საარჩევნო წელია, სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრობითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. თვითონ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როცა ადამიანები საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა აქ  ეპიდემიოლოგიური საფრთხე ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება, იყოს მინიმიზებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.