გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ეკონომიკური კუთხით ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს, რათა პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში კარგი სასტარტო პირობები გვქონდეს
ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში გვქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა გლობალური კონკურენცია იქნება.
„გლობალური კონკურენცია პოსტპანდემიურ ეკონომიკაში აბსოლუტურად სხვა იქნება და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანამ მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით იმისთვის, რომ პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში გვქონდეს მაქსიმალურად კარგი სასტარტო პირობები. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ამას ემსახურება ჩვენი ეკონომიკური გეგმაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.