გიორგი გახარია - დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გამოაცხადებს ცესკო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ვცდილობთ, დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მივიყვანოთ უბნებზე, რომ გაყალბება იყოს შეუძლებელი
დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გამოაცხადებს ცესკო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ერთად ვცდილობთ, დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მივიყვანოთ უბნებზე, რათა გაყალბება იყოს შეუძლებელი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას იმ განცხადებაზე, სადაც გვარამია ამბობს: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გამოაცხადებს ცესკო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მივიყვანოთ უბნებზე, რათა გაყალბება იყოს შეუძლებელი და ვაიძულოთ დღევანდელი ხელისუფლება, არ მოიპაროს ქართველი ამომრჩევლების ნება. ამიტომ, როდესაც იქნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ცესკო-ს დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორ იყო მისი ხელმძღვანელი არჩეული, რა პოზიცია და რა შედეგი ექნება ცესკო-ს, ამას მართლა აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.