ჩვენ გვინდა, დღეს მეღვინეებს ვესაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეების, ასევე ბაზრებზე წვდომისა და ექსპორტის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საერთო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა.
„ჩვენ დავიწყეთ ბიზნესთან შეხვედრები სხვადასხვა დარგის მიმართულებებისა თუ სექტორების თვალსაზრისით. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებებით. განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს შეხვედრა, რადგან რთველი უკვე დასასრულ ფაზაში გადავიდა. უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები, იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა საერთო ჯამში ამ რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, ეს იქნება მისასალმებელი. ჩვენ გვინდა დარგს დღეს ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეების, ასევე ბაზრებზე წვდომისა და ექსპორტის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მევენახეებთან შეხვედრა დღეს 13:00 საათზეა დაგეგმილი.