გიორგი გახარია - დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია სწორი პრაქტიკაა, ასე ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც
მინდა, გითხრათ, რომ ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორების კომენტარები, მაგრამ ამ შემთხვევაში, გავაკეთებ. შს მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ, შსს-ში ძალიან სწორი პრაქტიკაა დეპარტამენტის ხელმძღვანელების, სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაციების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი სახის ცვლილებები მნიშვნელოვანი და ნორმალური ქმედებაა.
„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სწორი პრაქტიკა. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემ დროს იყვნენ დანიშნული, ორ წელიწადზე მეტია, ამ თანამდებობებზე მსახურობდნენ. ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ის ნიშნავს მათ. ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.