დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.
გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა.