გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, დღეს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური ან სხვა თვალსაზრისით რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს
დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „სუს-მა „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მესამე სექტორი, ომბუდსმენის აპარტი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ფირქრობენ, რომ ეს არის სუს-ის მიერ „მთავარის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა“.
გახარიას თქმით, მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა.
„დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, მთავარი არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. თუ რაღაც რიტორიკული პასუხისთვის მისვამთ შეკითხვას, ჩემი პასუხი ასეთია – ვერ ჩაერევიან“, – აღნიშნა გიორგი გახარია.