გიორგი გახარია - დარჩი სახლში და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, ქრისტე აღდგა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური მილოცვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!
თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება.
დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება.
ქრისტე აღდგა!“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
გიორგი გახარიას მილოცვას თან ერთვის ფოტო, რომელიც გადაღებულია 2019 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.
#დარჩისახლში