საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ევროპის მოედანზე ახალ პროექტს წარადგენენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „112“-ის ახალი პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.