გიორგი გახარია - ცივი იარაღის ბრუნვაზე რეგულაციების გამკაცრების მიზანია, არასრულწლოვნებსა და ნასამართლევ პირებს იარაღზე წვდომა შეეზღუდოთ 
გიორგი გახარია - ცივი იარაღის ბრუნვაზე რეგულაციების გამკაცრების მიზანია, არასრულწლოვნებსა და ნასამართლევ პირებს იარაღზე წვდომა შეეზღუდოთ 

ცივ იარაღის ბრუნვის შესახებ რეგულაციების გამკაცრების მიზანია, რომ არასრულწლოვნებს და ნასამართლევებს შევუზღუდოთ მასზე წვდომა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ახალი კანონპროექტით მკაცრდება ცივი იარაღის როგორც იმპორტი, ასევე გაყიდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასჯელიც.

„ჩვენი მიზანი გახლავთ ძირითადად, რომ რეგულაციებით ცივ იარაღზე წვდომა შევზღუდოთ, პირველ რიგში არასრულწლოვნების და ნასამართლევების. ეს ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შევა ძალაში. ამას აქვს ძალზე სერიოზული პრევენციული ძალა. მთვრობამ მხარი დაგვიჭირა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარლამენტში სწრაფად გავივლით ამ ცვლილებებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.