გიორგი გახარია - ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ კი, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს
ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ კი, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინაში გამართული პრესკონფერენციის დროს რუსულ ენაზე საუბარს შეეხებოდა.
„გამოძიების მიმდინარეობაზე არ მაქვს ინფორმაცია. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს.
ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათ ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა, ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.