გიორგი გახარია - საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მხოლოდ მოლაპარაკებებით მოგვარდეს
საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის რეგიონში ომი უდიდესი რისკია.
„როდესაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს ნამდვილი ომი, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობაც გვაქვს, ის წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ გვყავს, როგორც სომეხი თანამოქალაქეები, ასევე აზერბაიჯანელები. საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, რაც შეგვიძლია ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გახარიამ.