გიორგი გახარია - ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას, ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებებს ემსხვერპლა
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას. ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებებს ემსხვერპლა. ჩვენ ვგმოთ ანტისემიტიზმის და სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. ვიხსენებთ გარდაცვლილებს, პატივს მივაგებთ გადარჩენილებს და ლტოლვილებს“, – წერს გიორგი გახარია.