გიორგი გახარია - ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად
მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად და მეორე – ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
პრემიერის თქმით, ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს.
„მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, როგორც ჩანს, ემოციები ძლევს. დაიღალეთ ალბათ კოლეგებო და ვეღარ თოკავთ საკუთარ ეგოს, სამწუხაროდ. მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის. ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს, არ ფიქსირდება. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ინტერპელაცია იღებს პოლიტიკური სპეკულირების ფორმას, თუმცა არა უშავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.