გიორგი გახარია - ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, ნებისმიერი სახის რადიკალიზმი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის და მისი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი.
„ჩვენ როდესაც დავაფუძნეთ პოლიტიკური გაერთიანება, ეს მოწყვეტილია მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტს, ეს არის მოწოდება და ჩვენი გრძელვადიანი პოლიტიკური განაცხადი . ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „ქართულ ოცნებასთან“, გიორგი გახარიამ აღნიშნა: „ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ“.