გიორგი გახარია - ჩვენ არ გვყოლია არც ერთ მმართველი, რომელმაც პერსონალური ძალაუფლების ინსტიტუტებზე გადანაწილება შეძლო, ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, არაფერი გამოვა
ჩვენ 30 წელია ვცდილობთ, რომ ამ ქვეყნიდან სახელმწიფო ავაშენოთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვდის, რადგან ყველა ახალი მთავრობა ცდილობს, თავისი თავი დაიმკვიდროს წინა მთავრობის ნგრევით და მისი კრიტიკით. ეს არის ის გასაღები, რასაც ვეძახი, არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში პერსონალიზებული მტრობა უნდა დამთავრდეს.
„ვიდრე ეს არ გამოვა, ჩვენ ინსტიტუტებს ვერ ავაშენებთ. რატომ არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კერპეპზე დამოკიდეული? მარტივი მიზეზის გამო. ეს ადამიანები თავისი მეექვსე და მეშვიდე წლიდან რომ კერპდებიან, რატომ ხდება ეს? რატომ არის, რომ ასე რთულია ძალაუფლების დასრულება, რატომ მივდივართ იმ ფილოსოფიამდე, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყოლია არც ერთი მმართველი, რომელმაც შეძლო, თავისი პერსონალური ძალაუფლება გადაენაწილებინა ინსტიტუტების სიძლიერეზე. ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, არაფერი არ იქნება. სამწუხაროდ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც ვგულისხმობ“, – განაცხადა გახარიამ.