გიორგი გახარია - ჩამოვალ ერთხელ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ცხაკაია ვინ არის
ჩამოვალ ერთხელ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ თენგიზ გუნავას კითხვას.
თენგიზ გუნავამ განაცხადა, რომ გიორგი გახარია კრიმინალებთან მართავდა შეხვედრას, მათ შორის იყო ე.წ. მაყურებელი, გვარად ცხაკაია.
„ბატონო თენგიზ, მეორედ დამისახელეთ ვინმე ცხაკაია მაყურებელი, ეს ცხაკაია ზუგდიდში არ იძებნება საერთოდ, ჩამოვალ ერთხელ და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, რას უყურებს, ისიც მანახეთ. თუ გინდათ, ერთად შევხვდეთ მე და თქვენ. იქნებ „რუსთავი 2“-ს უყურეს, ან რამე. მე შემახვედრეთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.