პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ევროპული პოლიტიკური ცენტრის“ წამყვან ანალიტიკოსს ამანდა პოლს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ გამოწვევებს, როგორც რეგიონულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, შავი ზღვის უსაფრთხოებას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამასთან, გიორგი გახარიამ ამანდა პოლთან საქართველოში მოახლოებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები და არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილა.