გიორგი გახარია - ბრავო თბილისის „ლოკომოტივს“, „დინამოც“ გავიდა, გილოცავთ გამარჯვებას
გიორგი გახარია - ბრავო თბილისის „ლოკომოტივს“, „დინამოც“ გავიდა, გილოცავთ გამარჯვებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ულოცავს.

„ბრავო თბილისის ლოკომოტივს!!! #საქართველოიგებს, „დინამოც“ გავიდა! გილოცავთ გამარჯვებას!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ პირად ოფიციალურ გვერდზე.

თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა „დინამო თბილისიც“.„დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურსგრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.