გიორგი გახარია - ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ
გიორგი გახარია - ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რათა მიიღონ ის, რაც ეკუთვნით, იმედია, უახლოეს პერიოდში ერთობლივად ჩვენ ამას შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის და საქართველოს მთავრობა ამ ხალხს ვერ მიატოვებს.

„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რათა მიიღონ ის, რაც ეკუთვნით, იმედია, უახლოეს პერიოდში ერთობლივად ჩვენ ამას შევძლებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ძალზედ მნიშვნელოვანი ციფრი ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2019 და 2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ჩვენ, მთავრობა, ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ბედის ანაბარა. ამიტომ მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის და მიძღვნილია დეველოპმენტის, სამშენებლო კომპანიებისთვის, ამიტომ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებმაც განიზრახეს, უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, უკვე კონტრაქტული ვალდებულები აქვთ, ან უკვე რაღაც დანაზოგები აქვთ, რომელიც მათ განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ამისთვის რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ. პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იქნება არის აბსოლუტურად რეალისტური“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.