გიორგი გახარია ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ პოლიციელებისთვისაც, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთაველზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ბოდიში მოუხადონ იმ პოლიციელებს, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
„თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანამდე შს მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს არამხოლოდ თავისი, არამედ შსს-ს იმ თანამშრომლების სახელით, რომელთაც აქციის რომელიმე მონაწილის უსაფრთხოებას რისკი შეუქმნეს.
„მოდით მაშინ დავიწყოთ, ბოდიშით, ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.