გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო
გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს შეიტყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას მეორე დღეს თავად დაურეკა.

„მეორე დღეს. დრო არ მახსოვს. მე არ მქონია მასთან კომუნიკაცია, მაგრამ შემდეგ დამირეკა მეორე დღეს და ავხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.