გიორგი გახარია - ბევრი წლის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.
როგორც გახარიამ პარლამენტში განაცხადა, მას მოქალაქეობა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა.
„ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს და ბევრი წელია არც მქონია. ამაზე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა ისიც ბევრი, ბევრი წლის წინ“, – განაცხადა გახარიამ.