გიორგი გახარია - ბევრი მაგალითია, როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ მინდა, თითოეულ უწყებას და მოქალაქეს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით თითოეულ უწყებასა და მოქალაქეს უკიდურესი სიფრთხილისა და გონიერებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ კუთხით საქართველოს მიღწევის დაკარგვას გამოიწვევს.
„ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად გონიერი და ფრთხილი, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს, არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ, თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი სიფრთხილისკენ და უკიდურესი გონიერებისკენ. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.