გიორგი გახარია - ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბავშვებს პირველი ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.
„დღეს ბავშვთა დაცვის დღეა. მინდა, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე. თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს ის იქნება, რაც მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის. მინდა ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს მივულოცო. ასევე მინდა, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა, რათა ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი. რაც მთავარია, მათ შეეძლოთ, ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.