პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბათუმში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კონსტანტინე ანანიაშვილი, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე და ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების მიმართულების არსებულ პრობლემებს და სისტემის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობას, რომლიც შედეგად: მასწავლებლისთვის შეიქმნება გარემო, სადაც ის იქნება თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, ასევე იქნება სათანადო ანაზღაურება ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის და ღირსეული მიდგომა დამსახურებული მასწავლებლების მიმართ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასწავლო პროგრამებისა და გეგმის მოდიფიცირებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლისთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემას, რომელიც მას გახდის კონკურენტულს დასაქმების კუთხით“, – აცხადებენ პარტიაში.