გიორგი გახარია - ბატონები, რომლებიც დაუმსახურებლად გათავისუფლდნენ, ადამიანების გვერდში დგომის მაგივრად, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, რათა პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ
ის ბატონები, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად გამოვიდნენ, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს გვერდით დაუდგნენ, ყველამ ერთად ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, რათა პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ, ქვეყნის ინტერესებს არ დაინდობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გახარიას თქმით, დღეს ყველას საერთო მიზანი ქვეყანაზე ზრუნვა უნდა იყოს.
„სამწუხარო, ამ ყველაფერში არის ის, რომ ის ბატონები, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად რომ გამოვიდნენ, რადგან მათ კონკრეტული კრიმინალური დანაშაულები ჩაიდინეს და ისინი არაფრით არ განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, იმის მაგივრად, რომ დაუდგნენ ადამიანებს გვერდით და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ამასაც გამოიყენებენ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, რათა პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ, არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლო ჯამში ამას ყველაფერს გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესების გამო, მაშინ, როდესაც დღეს ყველასთვის ერთადერთი მიზეზი და მიზანი უნდა იყოს, რომ ყველამ ერთად ამ ქვეყანას მოვუაროთ ისე, რომ ჯერ კოვიდი დავამარცხოთ, შემდეგ ადამიანებს ელემენტარული შემოსავალი აღვუდგინოთ ოჯახში მისატანად. პოლიტიკურად, მერწმუნეთ, ქართველი კაცი არის ბრძენი. მიუხედავად ყველაფრისა რაც მოხდა, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, აგერ მოვა არჩევნები და ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.