გიორგი გახარია - აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, მასთან ბრძოლაში საქართველოს პრაქტიკა FAO-მ ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა
დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში დაძლეულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებისთვის, რომელსაც მათ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მიაღწიეს.
„დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენებს უბრალოდ არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.