პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტს, კარლ გერშმანს და რუსეთისა და ევრაზიის დირექტორს, მირიამ ლანსკოის შეხვდა.
პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს.
მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ კარლ გერშმანთან და მირიამ ლანსკოისთან საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა. ასევე გააცნო პარტია „საქართველოსთვის“ ხედვები დემოკრატიზაციის პროცესის განმტკიცების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების პრაქტიკულად დაცვის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.