პარტია „საქარათველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რესპუბლიკელ კონგრესმენს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეს ადამ კინზინგერს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს.
გიორგი გახარიასა და ადამ კინზინგერმა ასევე განიხილეს 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა. მხარეებმა შეხვედრაზე 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.
გიორგი გახარიამ ადამ კინზინგერს გააცნო პარტია „საქართველოსთვის“ ხედვები დემოკრატიზაციის პროცესის განმტკიცების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების პრაქტიკულად დაცვის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.